ინკლუზიური განათლება

воскресенье, 11 июня 2017 г.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

რეფლექსია


ტრეინინგი "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება" ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, გავიგე და გავიაზრე როგორ დავწერო პროექტის გეგმა, როგორ შევქმნა პროექტისთვის საჭირო მოსამზადებელი მასალა, გავითვალისწინო შესაძლო სირთულეები, რაც შეიძლება შეგვხვდეს პროექტის კეთების დროს, ძალიან ბევრი ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევა შევიძინე, რასაც აქტიურად გამოვიყენებ სწავლების პროცესში. თავისმხრივ პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის, სწავლა კეთებით, საკუთარი აღმოჩენებით, ძიებით, ურთიერთთანამშრომლობით ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ამ ტრეინინგის მიზნებში. ტრეინინგი წარიმართებოდა სამუშაო გარემოში,  ტრენერი ყველა კითხვაზე გვაძლევდა ამომწურავ პასუხებს.
 მადლობა ელენეს საინტერესო ტრეინინგისთვის.

პროექტი

суббота, 3 июня 2017 г.

მეექვსე დღე

მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა დამეხმარება გავიგო რა სიძნელეებს წააწყდებიან მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობების შესრულების დროს. ამის მიხედვით დავგეგმავ როგორ დავეხმარო მათ, როგორ გავუადვილო შესასრულებელი დავალება, გავიგებ რა იქნება მათთვის ადვილი, რა იქნება რთული. წინასწარ  განვსაზღვრავ წინარე ცოდნის საფუძველზე როგორ დავეხმარო ახალი ცოდნის აგებაში.  

воскресенье, 28 мая 2017 г.

ჩემი იდეა

პროექტი: "ჩემი დაბის გზამკვლევი".  პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან ბორჯომის  დაბა ახალდაბის ღირსეშანიშნაობებს და მათ მდებარეობას, მიაწვდიან ინფორმაციას სტუმრებს მშობლიური დაბის  ადგილობრივი ღირსშესანიშნავი და ისტორიული ადგილების შესახებ. შეისწავლიან ორ ობიექტს შორის მანძილის გაზომვას, მათ შორის უმოკლესი მანძილის დადგენას, რეალური ვითარების სქემატურად გამოსახვას შესაბამის მარშრუტით, მონაცემთა შეგროვება-დახარისხებას და შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტს, გამოიკვლევენ  დაბის ისტორიული ობიექტების განლაგებას, დაამზადებენ გზამკვლევს, მოამზადებენ პრეზენტაციას, გაუზიარებენ თანატოლებს.

კოლეგებო გთხოვთ რამე მირჩიეთ ამ თემასთან დაკავშირებით.